სააკაშვილის კადრების გავრცელება - შეფასებები პარლამენტში

15 დეკემბერი 2022, 14:25 452 ნახვა

დეპუტატები მმართველი გუნდიდან კი  იწონებენ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას კადრების გასაჯაროვების შესახებ  და მიაჩნიათ, რომ ამის უკან მხოლოდ  სახელმწიფო ინტერესებია. მათთვის ეს ასევე იმის დასტურია, რომ მესამე პრეზიდენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან და სრულფასოვნად არ იკვებება.   

ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი  დასავლეთის რეკომენდაციების წინააღმდეგ. მეორე ნაწილის შეფასებით კი საზოგადოებამ ნახა ადამიანის ღირსების შელახვის, გათელვის, შეურაცხყოფის, შურისძიების, დამცირების  ქვეყანაში ადამიანის უფლებების გადახაზვის აქტი.   

აქვე გეტყვით, რომ  ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10 წუთი  29 წამი გრძელდება, მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. ქრონოლოგია კი ასეთია  2022   წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და  12 დეკემბერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი