ჰეიდარ ალიევის ვიზიტიდან თვენახევარში საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ჩამოვიდა. ამ წუთებში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ.
საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. მანამდე ორი ქვეყნის პრემიერი ერთმანეთს პირისპირ ფორმატში შეხვდნენ. დღესვე დაგეგმილია ასადოვისა და სალომე ზურაბიშვილის აუდიენცია.