2023 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე იმსჯელებენ დღეს უმაღლეს საბჭოში

14 დეკემბერი 2022, 12:01 546 ნახვა

2023 წლის  აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე იმსჯელებენ დღეს უმაღლეს საბჭოში.  ამ წუთებში რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. 

რეგიონის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს და  საფინანსო,საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის დასკვნას ბიუროს წევრებს კომიტეტის თავმჯდომარე აცნობს. მარიკა გვიანიძე ისაუბრებს ასევე აჭარის მთავრობის პრიორიტეტების დოკუმენტზე.

ბიუროზე წარადგენენ ცვლილებებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.

დღესვე განისაზღვრება  აჭარის  უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელიც 15 დეკემბრისთვის ჩაინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი