ქალთა მიმართ ძალადობის კამპანია - შეხვედრა სამხედროებთან

11 დეკემბერი 2022, 10:55 442 ნახვა

იმოქმედე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდნენ.

ლექცია-სემინარი ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებს, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებს.

სამხედროებმა ინფორმაცია მიიღეს გასაჩივრების მექანიზმებისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ; ასევე, საუბარი შეეხო, მსგავსი შემთხვევების არსებობის დროს, სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით უწყებრივ საქმიანობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი