საჭადრაკო კლუბი „ნონა“ წლის შემაჯამებელ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და ყაზახეთის მოჭადრაკეები მონაწილეობენ. ასპარეზობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.
დღეს გაიმართა შეჯიბრება რაპიდში, ხვალ კი ტურნირის დასკვნით დღეს, მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდებიან და საბოლოო გამარჯვებულებიც გამოვლინდება.
ტურნირი ტრადიციულია და უკვე მერვე წელია ტარდება.