პუტინის ომის 290-ე დღე უკრაინაში

10 დეკემბერი 2022, 11:26 475 ნახვა

290-ე დღე უკრაინაში, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში საომარ მოქმედებებს აქტიურად აწარმოებს. რუსულმა ძალებმა გვიან ღამით დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი, დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი. საჰაერო იერიშს დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორმხრივი ცეცხლი არ წყდება ლუჰანსკის ოლქში. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით,  უკრაინელ ჯარისკაცებს წინსვლა აქვთ, თუმცა დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. სერგეი გაიდაის თქმით, ტერიტორიის დიდი ნაწილი ახალ წლამდე ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იქნება.

უკრაინის განათლების მინისტრის ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან დღემდე, ოკუპანტებმა ქვეყანაში 390 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს და გაანადგურეს. ხერსონში კი ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება 1 156 -დან 700 საცხოვრებელ სახლში აღდგა.

რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის  ძალების მოქმედებას - გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამხედროებმა რუსული ძალების 4 სამხედრო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი