ომი უკრაინაში

09 დეკემბერი 2022, 11:02 518 ნახვა

უკრაინაში ომის 289-ე დღეა.  1 ადამიანი დაიღუპა ოკუპანტების იერიშის დროს დონეცკის ოლქის  ქალაქ ტორეცკში.  გვიან ღამით დაიბომბა  ხარკოვის ოლქი,  სადაც  4  მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ 1 მათგანი კერძო სახლს დაეცა.

მიკოლაევის ოლქში წამებით მოკლული 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, გენერალური პროკურატურის ცნობით, ადგილზე აღმოჩენილია კადრები,  რომელზეც   მათი წამებაა ასახული.   4 ადამიანი  დაშავდა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო იერიშის დროს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა სუმის ოლქში სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით 55 ჭურვი ისროლეს.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, კომპანია ენერგო ატომის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სადგურის ტერიტორიაზე გრადის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები განათავსეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი