დაუმარცხებელი თოფურია vs დაუმარცხებელი მიჩელი

09 დეკემბერი 2022, 10:16 188 ნახვა

11 დეკემბერს დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მორიგ ბრძოლას ამერიკელ ბრაის მიტჩელთან გამართავს. თოფურია კარიერაში მე-13, ხოლო UFC-ში მე-5 ბრძოლას ჩაატარებს. უკანასკნელ სამ ჩხუბში „მატადორმა“ ოპონენტები ნოკაუტში გაგზავნა.  

"მიტჩელთან რთული მატჩი მელოდება, რადგან დაუმარცხებელი უმიზეზოდ არ არის. მაგრამ ვიცი, რომ ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრძოლა დგომში გაიმართება თუ პარტერში და კიდევ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად მზად ვარ.

სანახაობრივი ჩხუბი იქნება და ვიღაც დაუმარცხებლის სტატუს დაკარგავს, ეს კი მე ნამდვილად არ ვიქნები," - განაცხადა ილია თოფურიამ. შეგახსენებთ, რომ მიტჩელს 15 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში