საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს

08 დეკემბერი 2022, 14:09 201 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონის ბოლოს მსოფლიოს თასის მოსაგებად იბრძოლებს.

ტიტულის მოპოვებას ეცდებიან ამერიკის შეერთებული შტატები, ირანი, მონღოლეთი და იაპონია, მეექვსე მონაწილე კი მსოფლიოს ნაკრებია, რომელიც მსოფლიო თასს მიღმა დარჩენილი ქვეყნების საუკეთესო ფალავნებით დაკომპლექტდა.

A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები აშშ და მონღოლეთი იქნებიან, B ჯგუფში კი ირანი, იაპონია და მსოფლიოს ნაკრები მოხვდნენ.

ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

პრესტიჟულ გუნდურ ტურნირს 10-11 დეკემბერს აშშ-ს ქალაქი კორალვილი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში