კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება - ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი

07 დეკემბერი 2022, 10:10 410 ნახვა

არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის რეგულარულ მიმოხილვაში წერს.

"პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ტალღის, საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ ან თუნდაც უკრაინასთან ომის ოფიციალური გამოცხადების შესახებ ვერ მოაგვარებს იმ შეზღუდვებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალას აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 130 000 ახალწვეულის გაწვრთნა შეუძლია ორწლიანი გაწვევის ციკლის განმავლობაში, მშვიდობიან პერიოდში და დიდი ბრძოლა დასჭირდა მობილიზებულების უფრო დიდი რაოდენობის მოსამზადებლად მოკლე პერიოდში“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ.

ამას გარდა, ომის შესწავლის ინსტიტუტი ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზეც წერს. ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში, იმ მცირე ნაწილში, რომელიც  რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ რჩება, რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი