ომი უკრაინაში

06 დეკემბერი 2022, 19:57 473 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის საომარი მოქმედებების 286-ე დღეს ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი