ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დიდი იმედი აქვს, რომ ზამთარს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ზამთარი, სიცივე და გაჭირვება ტერორის ნაწილად აქციოს.