"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა

02 დეკემბერი 2022, 11:33 605 ნახვა

მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება  შეცვალა. "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი  ვენეციის კომისიასა და ეუთოს გადაეგზავნა. ახლა ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ  დასკვნა  უმოკლეს დროში დაიდება. საქართველოს პარლამენტს უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული ეს კანონპროექტი.ის „უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება. „დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთი  ნაბიჯია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის.კანონპროექტით  ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია იქნება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი