სპორტული ტექნიკა საჩუქრად ვერნების სკოლას - ხულოში სოფელ ვერნების საჯარო სკოლას კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიამ სპორტული ინფრასტრუქტურა გადასცა. საგანმანათლებლო დაწესებულება პროექტ ,,შესაძლებლობის შედეგის“ ერთერთი მონაწილე იყო, რომლის იდეამაც მოწონება დაიმსახურა. 2300 ლარის სპორტული ინფრასტრუქტურა კომპანიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს თავად გადასცა. კამპანიის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მოსწავლეებში და სკოლაში სპორტული სივრცის მოწყობის ხელშეწყობაა.