მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, ინფორმაციას "REUTERS"-ის ავრცელებს.
მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე საელჩოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.