გიორგი შერმანდინი "ლენოვო ტენერიფეს" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო

30 ნოემბერი 2022, 12:48 864 ნახვა

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ბნეი ჰერცლიას უმასპინძლა და მარტივად 83:63 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს ჩამორჩა, რომელიც 16 ქულითა და 9 გადაცემით შეხვედრის MVP გახდა.

4 ტურის შემდეგ ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს. შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, ისევ შინ, ბერძნულ პერისტერისთან გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი