უკრაინელმა გამომძიებლებმა ომის დანაშაულების მტკიცებულებების სახით ათასობით რაკეტის ფრაგმენტი, კასეტური ბომბი და სარაკეტო ჭურვი შეაგროვეს, რომლებიც რუსეთმა ქალაქ ხარკოვზე საჰაერო თავდასხმებისას გამოიყენა.
„რუსეთმა ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, მაღალსართულიანი შენობების, ბინების კორპუსების, კერძო და სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ გამოიყენა, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან“, - განაცხადა ხარკოვის პროკურატურის წარმომადგენელმა დმიტრო ჩუბენკომ. თვეების განმავლობაში რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს არტილერიითა და რაკეტებით ანადგურებდნენ, დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა საავადმყოფოები, სკოლები და სახლები.
თავდასხმები განხორციელდა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განურჩევლად მაღალი სიმძლავრის რაკეტების და აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
ჩუბენკოს თქმით, რაკეტებისა და ჭურვების შეგროვებულ ფრაგმენტებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ექსპერტები და გამომძიებლები სწავლობენ.