ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის, რეკორდული მაჩვენებელი, 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება.
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რასაც ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ.