5 წელი „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან

24 ნოემბერი 2022, 12:00 3702 ნახვა

სასტუმრო “ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. ხანძრის დროს დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სასტუმროსთან განთავსებულ მემორიალურ ფოტოსტენდთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სასტუმრო “ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბრის ღამით გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 10 საქართველოს მოქალაქე, ერთი კი ირანის მოქალაქე იყო.

გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობდა.   

სამართალდამცველებმა საქმეზე სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი