პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

23 ნოემბერი 2022, 17:33 445 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ  ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას  ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი