სამი ქართველი მოკრივე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

23 ნოემბერი 2022, 10:16 392 ნახვა

ესპანეთში დასასრულს უახლოვდება 18-წლამდე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. მეოთხედფინალებში ხუთი ქართველი მონაწილეობდა. ახალგაზრდებში ევროპის 2022 წლის ჩემპიონებმა  გორ აივაზიანმა და დემურ ქაჯაიამ ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგეს და ნახევარფინალებში გავიდნენ.

დღეს ისინი, შესაბამისად, იაპონელ და პოლონელ მოკრივეებს დაუპირისპირდებიან. ასევ, ნახევარფინალში გავიდა გოჩა გორდულავა.

სამივე ქართველ მოკრივეს ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედლები გარანტირებული აქვთ. ფინალში გასასვლელი შეხვედრები დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი