სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დემონტაჟი გონიო-კვარიათის სანაპიროზე

22 ნოემბერი 2022, 14:58 861 ნახვა

გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ  მათ სარგებლობაში არსებულ ბუნგალოებსა და სეზონურ კაფე-ბარებს უმიზეზოდ  ანგრევენ.    

ირწმუნებიან,  რომ  გადაწყვეტილება  სხვა ბიზნესინტერესებს უკავშირდება, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მუნიციპალურ ინსპექციაში. აცხადებენ, რომ სანებართვო ვადები ამოწურულია და, რომ მათ  არც გაგრძელებისთვის მიუმართავთ შესაბამისი უწყებისთვის,  კონსტრუქციები კი  უნებართვოდაა განთავსებული.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში