ბათუმში დასრულდა საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მიერ ორგანიზებული სასკოლო-საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც ჩვენი ქალაქის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 23 სკოლიდან. ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდა, პირველი ეტაპი შიდა-სასკოლო შეჯიბრებებს მოიცავდა, მომდევნო ორი ეტაპი კი ფინალური იყო. ტურნირი როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართა. ფესტივალი ტრადიციულია და 2019 წლიდან ტარდება.