ნატო-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან - სტოლტენბერგი

21 ნოემბერი 2022, 14:50 326 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან - მოლდოვასთან, საქართველოსთან,  ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომელსაც სიკეთე მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში