ჩინეთის დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში კოვიდინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის გამო ხელისუფლების გადაწყვეტილებით სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გადადის. ჩინეთი ებრძვის კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებში.
გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 26 ათას 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის პიკს უტოლდება.
19 მილიონიან ქალაქ გუანჯოუში ხუთდღიანი ლოქდაუნი გამოცხადდა.
დედაქალაქ პეკიში, გასული დღის განმავლობაში ინფიცირების 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული, რაც გასული წლის მაისის ბოლოდან კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.