ესპანეთის პოლიციამ, ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 50 ტონა მარიხუანა ამოიღო. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულია 20 ადამიანი. საგამოძიებო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიციის ცნობით, აღმოჩენილია მარიხუანას 8 ფერმა. მათ მიერ ამოღებული კანაფის ღირებულება ჯამურად 130 მილიონ დოლარს შეადგენს.