სამთავრობო ავტომობილებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს ახალგაზრდული ინიციატივა „ მომავალი საქართველოსთვის“ წევრი. ლაშა ადამიამ მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართა და აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლები სამსახურეობრივ მანქანებს პირადი მიზნებით იყენებენ, ხოლო დაზიანების ხარჯებს სამსახური ანაზღაურებს.
ადამიას ინფორმაციით, სამთავრობო მანქანები ხშირად ტექდათვალიერების გარეშეც გადაადგილდება.
აქტივისტი ხელისუფლების წევრებს პრივილეგიების გამოყენებაზე უარის თქმას სთხოვს.