პოლონეთში აფეთქებასთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს - ერდოღანი

16 ნოემბერი 2022, 10:37 534 ნახვა

პოლონეთში მომხდარ აფეთქებაში რუსულ კვალს ვერ ხედავს თურქეთი და მას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ  სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე.

თურქეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ რაკეტა სავარაუდოდ არც რუსული წარმოებისაა. ერდოღანი პროვოკაციად მიიჩნევს დაჟინებით იმის მტკიცებას, რომ რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი