ალბანეთში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. თავდაპირველად მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
მოსახლეობა საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებს, კრიზისის გამომწვევ მიზეზად კი კორუფციას ასახელებს. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.
აქცია მთავრობის შენობის წინ გაიმართა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მონაცემებით, ალბანეთში საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასები 8%-ით არის გაზრდილი.
საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.