ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას იანვრიდან დაიწყებს

12 ნოემბერი 2022, 17:25 374 ნახვა

2023 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს - ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი  მედია ავრცელებს.

ალიხან სმაილოვის თქმით, ყახაზეთს შემუშავებული აქვს ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა და ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში