მოიპოვებს თუ არა ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს დღეს გაირკვევა

11 ნოემბერი 2022, 12:00 606 ნახვა

დღეს ომანში გამართულ  „World Travel Awards“-ის წლის შემაჯამებელ დაჯილდოების  ცერემონიაზე გაირკვევა მოიპოვებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის შემდეგ ახლა უკვე  მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების  სტატუსს. 

ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე  წელს  პირველადაა ნომინირებული და ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში