თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა ნაკაიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა

10 ნოემბერი 2022, 14:58 541 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა 137-ე მუხლის, გაუპატიურების გაუქმების შესახებ.

"შუამდგომლობა ჰქონდა საკმაოდ საფუძვლიანი, ვინაიდან, მე მანამდეც მოგახსენეთ, რომ მომეცა საშუალება გამომეყენებინა ეს შუამდგომლობა, ექსპერტიზის დასკვნამ მომცა ამის საშუალება, თუმცა საქმის სირთულის გამო, იმიტომ რომ მუხლია ასეთი, იმიტომ რომ ეს საკითხები არსებითზე წყდება, მხოლოდ ამიტომ ეთქვა უარი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვისთვის, აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, ვინაიდან, გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია," - აცხადებს  ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ბრალდებულიც დაესწრო. 

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ მან წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. 

„სასამართლომ მოისმინა მხარეების პოზიცია და გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ამ ეტაპზეც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა დარჩეს ძალაში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით ამ დაზიანებების ხარისხს და მათ ლოკალიზაციას“, - ამბობს პროკურორი.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წარუდგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი