პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეებმა პროექტის მნიშვნელობა თბილისის N 64-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს.
ამის გარდა, მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.