მდგომარეობა მძიმეა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება და განსაკუთრებით რთულია დონეცკის რეგიონში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
რაც შეეხება ხერსონის ოლქს, მისი თქმით, უკრაინული ძალები ამაგრებენ პოზიციებს და ანგრევენ რუსულ ლოგისტიკას. მისი თქმით, აღმოსავლეთით უკრაინელები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ უკრაინის დროშის ყველა ქალაქსა და თემში დაბრუნებისკენ.