ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლი ქედაში

08 ნოემბერი 2022, 17:39 697 ნახვა

,,საიდანაც მზე მოდიოდა“ ამ სახელწოდების სპექტაკლით წარსდგა ქედაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი ახალგაზრდა წყვილის თანაცხოვრების ფონზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვამოგზაურებს. თემა ეხმიანება იმ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა. სპექტაკლის გასვლითი ჩვენებები, პროექტი - ,,თეატრის საჩუქარი აჭარის მუნიციპალიტეტებს’’ ფარგლებში უკვე მესამე მუნიციპალიტეტში ხორციელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში