ევროპის შემდეგ ბათუმი უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. „ვორლდ თრაველ ევორდს“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმის კონკურენტები საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდიაა.
ღონისძიება 11 ნოემბერს ომანის დედაქალაქ მუსკატში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიაზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი.