უკრაინაში ომის დაწყებიდან 256-ე დღეა. კიევი მძიმე ზამთრისთვის ემზადება. დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ შესაძლოა, დედაქალაქში ელექტროენერგია და წყალმომარაგება სრულად შეწყდეს და ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, დააგროვონ საჭირო მარაგები ან მოძებნონ გზები, რომ დროებით დატოვონ ქალაქი. მისი თქმით, ქალაქი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.
კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა საწვავი, ელექტროენერგიის გენერატორები, საკვები და წყალი.ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში კიევი 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს - ინფორმაციას - The New York Times-ი ავრცელებს. როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, მუნიციპალური მუშები 1000-ს თბოთავშესაფარს აწყობენ, რომელიც შესაძლოა გაორმაგდეს.
რუსეთის ძალების მიერ კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართო დაბომბვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებული ან განადგურებულია.