უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით რომში აქცია გაიმართა

06 ნოემბერი 2022, 16:50 769 ნახვა
00:00
00:00

უკრაინაში ომის დასრულების და მშვიდობის მოთხოვნით რომში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში.

დემონსტრანტების თქმით, იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს ომის შეჩერებას, არამედ პირიქით,  ხელს უწყობს ომის გაჩაღებას.

ნატო-ს წევრი ქვეყანა იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერს მხარს, მათ შორის იარაღის მიწოდებით. 

იტალიის დედაქალაქში გამართულ აქციაში 30 000-ი ადამიანი მონაწილეობდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში