იტალიის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი,- ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბორტზე სლოვენიელი ტურისტების ოჯახი, ცოლ-ქმარი და ორი შვილი იმყოფებოდა.
ამასთან, ერთ-ერთი დაღუპული სლოვენიის კომერციული ტელევიზიის დირექტორი 54 წლის ბოშტიან რიგლერია.
რიგლერების ოჯახი დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა.