ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა მაშინ, როცა ტბისპირა ქალაქ ბუკობას აეროპორტში დაშვებას ცდილობდა. უცხოური მედიის ცნობით, თვითმფრინავი უამინდობის დროს დაეშვა.
მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ უცნობია რამდენი მგზავრი იმყოფებოდა თვითმფრინავში და არის თუ არა მსხვერპლი.
თვითმფრინავი ტბაში ჩაიძირა.