ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-20 სართულზე გაჩნდა.
დაშავებულებს დაკვამლიანებისგან გამოწვეული რესპირატორული პრობლემები აღენიშნებათ, მათ შორის არასრულწლოვნები და სახანძრო დეპარტამენტის 5 თანამშრომელია.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მობილური ტექნიკის გაუმართაობა სახელდება. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.