ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა პოლიციამ იპოვა

04 ნოემბერი 2022, 10:13 2022 ნახვა

ნეაპოლის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ავტომობილილი "Mini Countryman" იპოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური გამოცემები ავრცელებენ.

ავტომობილი კაზერტას პროვინცია ტრენტოლა-დუჩენტაში, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებული იპოვეს და მანქანა კარგ მდგომარეობაშია. ამრიგად, პოლიცია ხვიჩას თავის კუთვნილ ავტომობილს დაუბრუნებს.

"Calcionapoli24" წერს, რომ მანქანა პოლიციამ რეკორდულ დროში იპოვა. კვარაცხელიას მანქანა სახლიდან გასულ ღამეს მოპარეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში