თავდასხმა პაკისტანის პრემიერზე

03 ნოემბერი 2022, 19:56 785 ნახვა

პაკისტანში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჭრეს. მედიის ცნობით, იმრან ხანს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობდა. ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, ყოფილ პრემიერთან ერთად დაშავდა კიდევ 4 ადამიანი, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი