დაგეგმილი სხდომა

22 იანვარი 2017, 00:00 1767 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიის მეორე თემატური ჯგუფის სხდომა ხვალაა ჩანიშნული. ამჯერად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის  წევრები შეიკრიბებიან. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაესწრებიან. ისინი აღნიშნული კომისიის წევრები არიან. პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა  გუშინ გაიმართა, რომელზეც  კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და  რომლებიც ჯერ ინიციატივის დონეზეა. განსაკუთრებული განხილვის თემა ძირითადი კანონის პრეამბულაში, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაჩენა გახდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი