საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი სერბეთის საკლუბო ჩემპიონატის გარჯვებულია.
ნინო, ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე ასპარეზობდა და ფანტასტიური შედეგი აჩვენა 11 შეხვედრაში 10 პარტია მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ყაიმით. ამასთანავე ქართველმა მოჭადრაკემ 22 ქულაც შემატა საკუთარ რეიტინგს და თავისი გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბაციაშვილი ბელგრადის ''რადის'' შემადგენლობაში გამოდიოდა. მისმა გუნდმა 11 ტურში 36.5 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო.