საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" გავიდნენ. პირველ ნახევარფინალში "ტორპედომ" "დინამო" თბილისი 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში გასვლა სენსაციურად მოახერხა თბილისის "ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობის გუნდმა. "ლოკომოტივი 2" თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდა.
შეხვედრის ძირითადი დრო და ასევე დამატებითი ტაიმები ფრედ 0-0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივის" მეორე გუნდმა 7-6 გაიმარჯვა და ფინალში ითამაშებს.
ამრიგად 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" ითამაშებს. სატიტულე შეხვედრას კი 7 დეკემბერს ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.