სემინარი მოზარდებისა და მშობლებისთვის

01 ნოემბერი 2022, 17:49 1178 ნახვა

სემინარი მოზარდებისა და მშობლებისთვის - ხულოში ფსიქოლოგი რუსუდან გოგიავა დამსწრეებს შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზე, გამოწვევებსა და დაძლევის გზებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო  თემებზე მიიღეს პასუხები.  სემინარს ხულოში მოქმედი საბავშვო დაწესებულებების ფსიქოლოგებიც ესწრებოდნენ.  შეხვედრა ხულოს ქალთა ოთახის  ორგანიზებით  ჩატარდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში