ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ხუთ ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის მასა ჩამოწვა ბელტური- დავითაძეების, გობრონეთი- ზედა გობრონეთის, მერისი-გუნდაური-ჭალათისა და წონიარისი-აბუქეთა-ნაომვალის მიმართულებით საავტომობილო გზებზე. ამ ლოკაციებზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.