ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. ოპოზიციამ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა.