პარლამენტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს

31 ოქტომბერი 2022, 14:41 419 ნახვა

დეოლიგარქიზაცია-ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს.მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტი უკრაინის კანონის მაგალითის ანალოგია და მასში დაკონკრეტებულია ვინ არის ოლიგარქი.უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია უკრაინული მოდელის გადმოტანა ისე, რომ არ გაითვალისწინონ საქართველოში არსებული გამოწვევები . ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებას კანონპროექტთან დაკავშირებით იღებს პრეზიდენტი, ამ პრივილეგიით კი საქართველოში პარლამენტი სარგებლობს.სწორედ ამ მიზეზების გამო არ აპირებენ კანონპროექტის მხარდაჭერას.ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და იგი კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული არ არის. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი